Thursday, July 28, 2011

სუფთა ჰაერი ჩვენი უფლებაა, ჰაერის დაცვა ჩვენი მოვალეობა.

1.პროექტის სახელწოდება: სუფთა ჰაერი ჩვენი უფლებაა, ჰაერის დაცვა ჩვენი მოვალეობა.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა): ჰაერის დაცვა დაბინძურებისაგან.
3.პროექტის აქტუალობა: დაბინძურებული ნივთიერებების კონცენტრაციების საგრძნობლად გაზრდა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობას და დაგვაყენა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ჰაერის დაცვა დაბინძურებისაგან ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ძიების უნარ–ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. გაიგოს გარემოს სისუფთავის კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასთან.
5.მონაწილეთა ასაკი: მე–10 კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები; მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას გარემოს დაბინძურების მიზეზების შესახებ და გამოტქვავს ვარაუდს როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება. როგორ წარმოიქმნება გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებით. ეძებს გზებს ქიმიური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. (ბლოგის შექმნა,მოპოვებული ინფირმაციის განთავსება ინტერნეტ– საიტზე, თემატური კონფერენციის ჩატარება).
8.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ა.თემის შერჩევა:მოცემულ თემებიდან(3) მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას.
ბ.მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად შესაბამისი დავალებების შესასრულებლად.
1–ლი ჯგუფი: ევალებათ ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია ჰაერის დამაბინძურებელი მავნე ნივთიერებების შესახებ. ცალკეული ნივთიერების წილი საერთო დაბინძურებაში(ცხრილის სახით).
2–რე ჯგუფი: ევალებათ მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე.
3–მე ჯგუფი:ევალებათ მოიძიონ ინტერნეტში ინფორმაცია დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი–ინტერნეტი.სახელმძღვანელო.
10.საგნის ეროვნულ სასავლო გეგმასთან კავშირი: 2–რე საფეხური.ქიმ.10.3.აკავშირებს გარემოს სისუფთავისა და კვების პროდუქტების ხარისხს ადამიანის ჯანმრთელობასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მარინე ნანაძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:marinenanadze@gmail.com

Sunday, July 24, 2011

ჰაერი

სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა, ჰაერის დაცვა–მოვალეობა.დღეს დედამიწაზე ჰაერი მეტად დაბივძურებულია.